სუს-ის ოფიციალური განცხადება

2017-12-01 14:01:57

"სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევმა ბინაში თავი აიფეთქა, ის უკვე იდენტფიცირებულია. ინფორმაცია იმის შესახებ რომ სპეცოპერაციის დროს 2 ადამიანი გაიქცა სიმართლეს არ შეესაბამება, ასევე გიდასტურებთ რომ ადამ გუმაშვილი გარდაცვლილთა შორის არ არის, თუმცა აღსანიშნავია რომ არცერთ გარდაცვლილს არ ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. რა მიზნით შემოვიდნენ ან საიდან, ან ჰყავდათ თუ არა მათ საქართველოში მოკავშირეები ამას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ ვერ გეტყვით, ასევე არ გიდასტურებთ იმ ინფორმაციას რომ სპეცოპერაციის დროს მონაწილეობას იღებდნენ უცხო ქვეყნის სამართალდამცავები" - დეტალები სუს-ის მიერ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.