საკაბელო ოპერატორების ნაწილი მარეგულირებელ კომისიასთან აქციას მართავს. ისინი ქართულ ტელე კომპანიებთან გადასახადის საკითხთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ. სილქნეტმა ცოტა ხნის წინ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 6 ქართულ არხს არ გათიშავს და არც აბონენტებს მოუმატებს გადასახადს. „სი-ჯი-სი“, ასევე, არ გეგმავს ტელეკომპანიების გათიშვას, კომპანიაში აცხადებენ რომ - "არხების გათიშვაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია და ჯერ არც სააბონენტოს გაზრდას ვგეგმავთ. რა იქნება მომავალში არ ვიცით, თუ რამე შეიცვალა აუცილებლად ვაცნობებთ აბონენტებს". რაც შეეხება მაგთისა და IP ტელევიზიის აბონენტებს, მათ დღეიდან ტარიფი 2 ლარით გაუძვირდებათ.
რეტრანსლირებისთვის საფასურის გადახდას ითხოვს ტელეკომპანიები - „იმედი“, „რუსთვი 2“, „კომედი არხი“, მარაო, „მაესტრო“ და „ჯი-დი-ესი“. მოქმედი კანონმდებლობით ტელეკომპანიებს უფლება აქვთ საკაბელო ოპერატორებს მოსთხოვონ ტრანსლირების საფასური. ოპერატორებს ქართული ტელეარხების რეტრანსლირება ამ დრომდე არ შეუწყვიტავთ.