ბოლო კვირაა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის "ფლანგებს" შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ ენმ-ის წევრები ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებშიც პარტიას ტოვებენ.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, ხომ არ აპირებს რუსთავის საკრებულოში "ენმ-ის" ფრაქციის რომელიმე წევრი პარტიის დატოვებას, რისთვისაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და "ენმ-ის" ფრაქციის წევრს, ალექსანდრე ბერიძეს დავუკავშირდით.
ბერიძის განცხადებით, პარტიის დატოვების სურვილი არავის გამოუთქვამს.
"რუსთავში მყარად ვართ. არავის გაუკეთებია განცხადება და არც სურვილი გამოუთქვამს. ასეთი პროცესები არც იყო ჩვენთან",- განაცხადა ბერიძემ.
ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის, ზუგდიდის, ხობისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ენმ" ფრაქციის წევრებმა დატოვეს.