ცნობილია, როდის აინთება რუსთავის მთავარი ნაძვის ხე

2023-12-08 15:45:16

რუსთავის მთავარი ნაძვის ხე 16 დეკემბერს აინთება.

ქალაქის ცენტრალური საახალწლო ხე საზეიმოდ, 20:00 საათზე განათდება.

ნაძვის ხის ანთების პარალელურად, მერიის წინ არსებულ მთავარ მოედანზე გაიმართება კონცერტიც.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 16 დეკემბრიდან ჩაირთვება რუსთავის მასშტაბით დამონტაჟებული სადღესასწაულო ილუმინაციებიც.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები