რომელ მისამართებზე შეიზღუდება წყლის მიწოდება

2023-12-07 16:03:03

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის პარკის ტერიტორიასთან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 7 დეკემბერს 16:00 საათიდან 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სპორტის ქ. N 6,8, მშენებელთა N 10,12,14, ფიროსმანის N 7,9.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.