უვიზო რეჟიმით სარგებლობის სტატისტიკა

2017-11-30 13:54:56

2017 წლის 28 მარტიდან 2 ნოემბრამდე უვიზოდ საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიაში გაემგზავრა, სტატისტიკურ მონაცემებს ipn.ge აქვეყნებს.

შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად,  გერმანიას 7 თვის განმავლობაში საქართველოს 46 045 მოქალაქე ესტუმრა. მას მოსდევს საბერძნეთი, რომლის საზღვარი უვიზოდ საქართველოს 26 597-მა მოქალაქემ გადაკვეთა. საქართველოს 22 087 მოქალაქე გაემგზავრა იტალიაში, 13 091 პოლონეთში, 8 348 - ესპანეთში, 7 447 - უნგრეთში, 7 140 - კვიპროსში, 6 231 - საფრანგეთში, 4 053 - ავსტრიაში, 4 034 - ნიდერლანდებში, 3342 - ლიტვაში, 2873 - ლატვიაში, 2515 - ჩეხეთში, 1270 - ბელგიაში, 983 - შვეიცარიაში, 774 - შვედეთში, 678 - პორტუგალიაში, 654 - ბულგარეთში, 514 - რუმინეთში, 494 - ესტონეთში, 344 - მალტაში, 319 - დანიაში, 240 - ხორვატიაში, 152 - ნორვეგიაში, 129 - ფინეთში, 83 - სლოვენიაში, 70 - ლუქსემბურგში, 70 - სლოვაკეთში, 45 - ისლანდიაში, 3 - ლიხტენშტეინში, მთლიანობაში კი ეს რიცხვი 160 625-ს შეადგენს. 4 434 შემთხვევაში არ არის ნაჩვენები შენგენის ზონის კონკრეტული ქვეყანა, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა იმოგზაურეს.

საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო რეჟიმი კი  ყველაზე მეტჯერ გერმანიაში, საბერძნეთში, პოლონეთსა და იტალიაში დაარღვიეს.

კერძოდ, სავარაუდო დამრღვევთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასეთია: გერმანია - საქართველოს 3008 მოქალაქე , საბერძნეთი - 2926 მოქალაქე, პოლონეთი - 1249, იტალია - 1197, უნგრეთი - 713, კვიპროსი - 286, ლიტვა - 239, ლატვია - 176, ავსტრია - 138, ნიდერლანდები - 138, ესპანეთი - 43, საფრანგეთი - 39, ჩეხეთი - 32, ესტონეთი - 12, ბელგია - 10, შვეიცარია - 8, დანია - 6, შვედეთი - 4, რუმინეთი - 2, ფინეთი - 2, ბულგარეთი - 1, პორტუგალია -1.

შსს-ს ინფორმაციით, მონაცემები მოცემულია შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდან, 28 მარტიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში შენგენის ზონაში მოგზაურობის საერთო რაოდენობამ - 165 059 ერთეული შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ შენგენის ზონაში ავიარეისების მონაცემებს.