გარდაბანში, ბინაში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

2023-12-04 19:26:54

გარდაბანში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 50 წლამდე მამაკაცი სიგარეტს ეწეოდა, ნამწვი საწოლის მატრასზე დაეცა და სახლის დაკვამლიანება მოხდა, რა დროსაც მამაკაცი გაიგუდა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები