რუსთავის ამერიკული ფეხბურთის გუნდი საქართველოს ჩემპიონია

2023-12-04 11:55:32

რუსთავის ამერიკული ფეხბურთის გუნდი Steelers საქართველოს ჩემპიონია.

რუსთავის გუნდმა Steelers ფინალური შეხვედრა თბილისში Crusaders წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით 10:19 დაამარცხა.

რუსთავის Steelers საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა და საჩემპიონო თასი ქალაქში დააბრუნა.

შეგახსენებთ რომ გუნდის კაპიტნები არიან: თემურ რუბენია, ბექა კვერნაძე და ნიკა ოსიაშვილი.

მოთამაშეებმა სეზონის განმავლობაში მაღალი დონის ორგანიზებულობა, დისციპლინა და ეფექტურობა აჩვენეს, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემპიონობის მოპოვებაში.