როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-12-01 14:50:28

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის შარტავას N13-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით, 1 დეკემბერს 13:15 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

შარტავას N9, 11, 13, მე-15 მრ N8, 9, 13-ს.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.