იტალიაში, ნეაპოლში 44 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქართველმა კაცმა ქუჩაში 23 წლის გოგონას ხელიდან ტელეფონი გასტაცა და გაიქცა.
გაქცეულ მამაკაცს სამართალდამცავები დაედევნენ და მისი დაჭერა მოახერხეს.