რუსთავის მერიის ეკოლოგიური და ახალგაზრდული პროექტი- "ახალი სიმწვანე – ახალი თაობისგან" გამწვანების აქციით დასრულდა.
პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა ახლადრეაბილიტირებული კლდიაშვილის სკვერში სხვადასხვა მცენარე დარგეს.
ახალგაზრდების დასაქმებას ერთთვიანი ანაზღაურებადი პროგრამა ,,ახალი სიმწვანე – ახალი თაობისგან“ რუსთავის მერიის "სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი" და "რუსთავსერვის ცენტრის" თანაორგანიზებით განხორციელდა.
პროექტში ჩართული ახალგაზრდები, მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობასა და ახალი ნარგავების დარგვაში იღებდნენ მონაწილეობას.
კლდიაშვილის სკვერში აქციას, პროგრამის მონაწილეებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებისთვის, "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის მიზნით შეძენილი ახალი სპეციალური ტექნიკის მოხმარების ვორქშოფიც მოეწყო.
6 ერთეული სპეციალური ტექნიკური საშუალება, რუსთავის მერიას, ევროკავშირის პროექტის- ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, გრანტის სახით გადაეცა. პროექტის ფარგლებშივე ხორციელდება ინიციატივა, რომლის მიზანიც, რუსთაველი ახალგაზრდების ქალაქის გამწვანების პროცესში აქტიური ჩართვაა.