კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის არაყიშვილის ქ., N2 -თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს 30 ნოემბერს 11:10 საათიდან 30 ნოემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
რუსთაველის N 40, 42, 44 რუსთაველის მე-2 გას. კონსტიტუციის N 55 და არაყიშვილის ქუჩას (გასასვლელებით).
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.