ავარიას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2023-11-29 18:45:31

თერჯოლა-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის დროს 26 წლის ბიჭი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.