რუსთავში, დაახლოებით, 02:19საათისთვის მოსახლეობამ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო, რასაც მცირე ბიძგებიც მოჰყვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა და საკითხით დაინტერესება სთხოვა.
მათი თქმით, ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ დარტყმის ტალღამ ფანჯრები და კარები შეაზანზარა.
"იფნო რუსთავის" ინფორმაციით, აფეთქების ხმა, სავარაუდოდ, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან მოდიოდა, სადაც სწავლებები მიმდინარეობს.