რომელ პროფესიებზეა მოთხოვნა

2023-11-29 13:01:52

2023 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 45 954 ვაკანსია გამოქვეყნდა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 5.1%-ით გაიზარდა - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრი დასაქმების თრექერში წერს.

რაც შეეხება თვის ჭრილში მონაცემებს, 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა, 6.1%-ით ნაკლებია სექტემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობაზე.

კერძოდ, 2023 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში 11 941 ვაკანსია გამოქვეყნდა - გაყიდვების/შესყიდვების კატეგორიაში, 10 808 ვაკანსია - ადმინისტრაციის/მენეჯმენტის კატეგორიაში, 8 365 ვაკანსია კი - ფინანსების/სტატისტიკის კატეგორიაში.