კაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა

2023-11-29 11:22:04

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ თულარში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

ადგილობრივების თქმით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მისი მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კი საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაშია მოთავსებული.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ- კრიმინალისტები.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19 -109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.