გაგრძელდება თუ არა რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა

2023-11-28 19:01:08

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალ წელს რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა გაგრძელდება. მის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფნგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თანხები ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი.

"რაც შეეხება რუსთავი-თბილისის გზის მშენებლობის გაგრძელებას, გიდასტურებთ კიდევ ერთხელ, რომ აღნიშნული გზის გაგრძელება მომდევნო წელს არის გათვალისწინებული და ეს განხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან, ანუ საბიუჯეტო სახსრები იქნება ამ მიმართულებით დახარჯული", - აცხადებს მინისტრი. 

ლაშა ხუცუშვილს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს იმ მოქალაქეებთან დაკავშირებითაც, რომლებსაც სახლების დათმობა უწევდათ მშენებლობის გამო და რომლებთანაც სამინისტრომ შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხა.

"ყველა საჭირო პროცედურა ამ ნაწილში ბუნებრივია იქნება დაწყებული, მაშინ, როდესაც პროექტი გაგრძელდება. აღნიშნული გზის დასრულებისთვის საჭირო თანხა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოიყოფა და უკვე ათვისების ნაწილში იქითა წელს შევხედავთ, რა მოცულობა იქნება საჭირო", - პასუხობს ფინანსთა მინისტრი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები