თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, 65 წლამდე კაცს ბეტონმზიდმა გადაუარა. იგი ადგილზე დაიღუპა.
საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.