კომპანია "რუსთავის წყლის" სპეციალური განცხადება.
26 ნოემბერს ქ. რუსთავში, ლომოურის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.
კომპანია "რუსთავის წყლის" ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 26 ნოემბრის 20:00 საათიდან 27 ნოემბრის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქ. რუსთავის: მე-6, მე-7, მე-7ა, მე-8, მე-14, მე-15, მე-20 და 21-ე მიკრორაიონები, შარტავას გამზირს, ტაშკენტის, ლეონიძის, მოდებაძისა და ჩერკასკის ქუჩებს, მესხიშვილის, ლომოურის, მეგობრობის, მელიქიშვილისა და თოდრიის ქუჩებს გასასვლელებითა და ჩიხებით, კლდიაშვილის, ლესელიძის ქუჩისა და ჩიხის და მეგობრობის გამზირის ნაწილს.
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.