მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის გარეშე სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა იკრძალება - ორგანიზაციებს დარღვევა 3 ათას ლარამდე დაუჯდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულს გულისხმობს ახალი კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", რომელიც ახლებურად აყალიბებს პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებულ საკითხებს.
კერძოდ, ახალი კანონი პირდაპირ მარკეტინგს განმარტავს, როგორც ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ახალი კანონის თანახმად, პირდაპირ მარკეტინგად არ ჩაითვლება სახელმწიფო დაწესებულების მიერ ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ ამ ინფორმაციის მიწოდება თავსებადია ამ კანონით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების რომელიმე საფუძველთან.
"საყურადღებოა, რომ მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.
ამასთან, მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელი იქნება მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მიღებამდე და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა/დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა სუბიექტს ნათლად, მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე უნდა განუმარტოს მის მიერ თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლება და ამ უფლების განხორციელების მექანიზმი/წესი.
უშუალოდ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, კანონი მიუთითებს, რომ მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
დაუშვებელია, მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის უფლების განსახორციელებლად დაწესდეს საფასური ან სხვა შეზღუდვა.
რაც შეეხება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებას წესების დარღვევით - პირის მიერ ამ ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს მის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 - 3 000 ლარის ოდენობით (სუბიექტის სამართლებრივი ფორმისა და წლიური ბრუნვის გათვალისწინებით). ხოლო იგივე ქმედების ჩადენა დამამძიმებელი გარემოების არსებობისას გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 - 6 000 ლარის ოდენობით", - აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს ახალი კანონი, 2024 წლის პირველი მარტიდან შედის ძალაში.