რუსთავში ტაშკენტის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, გზის გაგანიერების მიზნით რეაბილიტაციის დროს მოიხსნება არსებული შუაგამყოფი ზოლი, მოეწყობა ველობილიკი, მოსასვენებელი სივრცეები, სანიაღვრე ქსელი, გარე განათება და სხვა.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 487 691 ლარია გამოყოფილი.