რუსთავში ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა [video]

2023-11-21 18:48:58

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე (რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები