რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მერობის 2 წელი შეაჯამა.
რუსთავის ცენტრალურ პარკში, ნიჩბოსნობის აკადემიაში გამართულ პრეზენტაციას პარლამენტის წევრები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლაცაბიძემ ისაუბრა, მისი მერობის დროს ქალაქში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტზე.
"წარვადგინეთ გუნდის საქმიანობის 2 წლიანი ანგარიში და აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი, ვინც წვლილი შეიტანა ამ დროის განმავლობაში ქალაქის განვითარებაში, ყველა ის სტრუქტურა, სამინისტრო, სემეკი, ადგილობრივი თვითმმართველობა, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები, საპარლამენტო გუნდი, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ქალაქის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპში მიიღეს მონაწილეობა.
იყო 2 წლიანი ანგარიში, სადაც ვისაუბრეთ იმ პროექტებსა და სერვისებზე, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში შევძელით განხორციელებულიყო. ხანდახან არის ისეთი პერიოდი, რომ სწორად შეაფასო გამოვლილი გზა, რომ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და მიზნები გქონდეს მომდევნო წლებისთვის.
ვფიქრობ, რომ მომდევნო ორი წელი, რომელიც ჩვენ გვაქვს იქნება უფრო ეფექტიანი, მეტი პროექტისა და სერვისის განხორციელებას შევძლებთ",- განაცხადა ლაცაბიძემ.