რუსთავში 6 საათით წყლის მიწოდება იზღუდება

2023-11-19 13:11:46

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის წმიდა ნინოს ქუჩა, სავადმყოფოსთან  მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 19 ნოემბერს, 13:00 საათიდან  19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წმ.ნინოს, წერეთლის, ლ.იოსებიძის, სპორტის, ფიროსმანი-9, ოდიშარიას 33-36, მშენებელთა 16, 18. 

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.