რუსთავში ბინები გაძვირებას განაგრძობს

2023-11-16 21:02:05

რუსთავში ბინები გაძვირებას განაგრძობს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების ბაზრის რამდენიმე სპეციალისტმა განუცხადა.

მათი თქმით, ბოლო გაზაფხულის შემდეგ ფასების ზრდა შეიმჩნევა.

უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტების განცხადებით, ბინის ფასები ძირითადად ორ ფაქტორზეა დამოკიდებული, სად მდებარეობს და რა მდგომარეობაშია.

შესაბამისად, რაც უფრო ცენტრალურ ქუჩაზეა ბინა და გარემონტებულია ფასიც მაღალია.

ერთ ოთახიანი ბინა - 30 000 - 35 000$, უძრავი ქონების აგენტების თქმით, არის ბინები რომლებიც 25 000$ გაიყიდა, თუმცა სრულიად ურემონტო და საცხოვრებლად გამოუსადეგარია.

ოროთახიანი ბინა - 40 000 - 45 000$

სამოთახიანი ბინა - 55 000$-დან ზევით

უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტების თქმით, მოთხოვნა მაღალი ძირითადად ერთოთახიან ბინებზეა.