როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-11-16 18:51:12

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის, თოდრიას მოედანთან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 16 ნოემბერს 18:15 საათიდან 23:50 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

თოდრიის (ჩიხებით), კლდიაშვილის N10, 12, 14, ლესელიძის N 28, 30, 32, მეგობრობის N39, 39ა, 41, 41ა, მესხიშვილის (გასასვლელებით) და მე-14 მრ -ის N 10ა, 11, 12, 37, 38, 39, 40-ს

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.