რუსთავში ყველა მრავალშვილიანი ოჯახი მერიისგან ფულად დახმარებას მიიღებს

2023-11-16 12:08:26

2024 წლის ბიუჯეტის პროექტით რუსთავში ყველა მრავალშვილიანი ოჯახი მერიისგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს.

ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებსაც ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი გააცნო.

ლაცაბიძის თქმით, ყველა მრავალშვილიანი ოჯახი, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა, სახელმწიფო დახმარებასთან ერთად მიიღებენ რუსთავის მერიისგან ყოველთვიურად თითო ბავშვზე 35 ლარს. გარდა ამისა, მრავალშვილიანობის წახალისების მიზნით, მერია მე-4 ან უფრო მეტ ბავშვზე ოჯახებს ერთჯერად 500 ლარიან დახმარებასაც გაუწევს.

"სოციალურად დაუცველობასთან არ უნდა ასოცირდებოდეს მრავალშვილიანობა და მიხარია, რომ ჩვენმა გუნდა მივიღეთ გადაწყვეტილება და რუსთავში ყველა მრავალშვილიანი ოჯახი ყოველთვიურად მიიღებს თითო ბავშვზე 35 ლარს. სახელმწიფოდანაც იღებენ გარკვეულ მხარდაჭერას, თუმცა რუსთავში არ აქვს მნიშვნელობა სოციალურად დაუცველი იქნება თუ არ იქნება. ქალაქი ვამბობთ, რომ ჩვენთვის მხარდაჭერა ისეთი ოჯახებისთვის, სადაც არის 4, 5, 7, 8 ბავშვი, არის პრიორიტეტული და გვინდა, რომ ჩვენი ქალაქიც გამრავლდეს და ასევე ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს.

ამიტომ ეს ინიციატივა არის ჩვენს ბიუჯეტში, რომელსაც შევიტანთ. ასევე თითოეული რუსთაველი, რომელსაც შეეძინება მე-4, მე-5 ან მეტი ერთჯერადად ქალაქისგან მიიღებს 500 ლარს. შვილის შეძენა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ოჯახი თუა ცალკე პრობლემები აქვთ, ხან ნაქირავები აქვთ ბინა, ფინანსურად ფეხზე ვერ დგანან, მიიღებენ ერთჯერად 500 ლარიან დახმარებას. ესეც არის პატივისცემა იმის, რომ მრავალშვილიანობა უნდა წახალისდეს და კიდევ უფრო მეტი მრავალშვილიანი ოჯახი გვყავდეს",- განაცხადა ლაცაბიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები