ქვემო ქართლში 18 წლის ბიჭი მოკლეს

2023-11-15 21:51:00

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოში მკვლელობა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 18 წლის ბიჭს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. 

მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავი” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.