რუსთავის პროფესიულ კოლეჯ "არსში" ახალი სასწავლო წელი დაიწყო.[ვიდეო/video]
კოლეჯში პირველკურსელთა მიღების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროფესიულმა სასწავლებელმა პარტნიორი კლინიკების, სააფთიაქო ქსელებისა და საბანკო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თანასწორობისა და შერიგების სამინისტროს მრჩეველი და გარდაბნის საკრებულოს, რესურსცენტრისა და კულტურის სახლის ხელმძღვანელი პირები, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული მენეჯერი.
"არსი" ავტორიზირებულ საზოგადოებრივი კოლეჯია და სტუდენტები პროფილურ პროფესიულ პროგრამებზე სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობენ.
პროფესიულ სასწავლებელი 3 ძირითადი მიმართულებით წარმართავს სწავლებას: საექთნო საქმე, ფარმაცია, საბანკო- საფინანსო, რომელსაც პარტნიორობას დარგის წამყვანი ორგანიზაციები უწევენ.