სამეცნიერო პიკნიკი რუსთავის მე-9 სკოლაში [photo]

2023-11-14 19:23:36

რუსთავის მე-9 საჯარო სკოლაში სამეცნიერო პიკნიკი 2023 გაიმართა.

სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება კათედრების თანამონაწილეობით სკოლის თვითმმართველობის წევრებისა და სკოლაში არსებული ეკო კლუბის წევრების ინიციატივით მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში, თანატოლთა სწავლების მეთოდით სკოლის ეზოში სხვადასხვა მიმართულების სივრცეებს მოეწყო. მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, მშობლიური და უცხო ენების, ხელოვნების, მუსიკის სწავლების პოპულარიზაციის და დაინტერესების მიზნით სკოლის ეზოში მოეწყო შესაბამისი მიმართულებების სივრცეები, სადაც მოსწავლეებს სხვადასხვა სახალისო თამაში, საინტერესო ცდები და ექსპერიმენტები STEM-ის საგნებში შესთავაზეს.

მრავალფეროვანი რესურსებისა და აქტივობების საშუალებით ისაუბრეს გარემოსდაცვით პრობლემებზე და უსაფრთხოებაზე, მოსწავლეებს გააცნეს მდგრადი განვითარების მიზნები.

სკოლის ეზოში გაიმართა მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და საქველმოქმედო აქცია "სიკეთე გადამდებია". შემოსული თანხით მე-9 სკოლის ბენეფიციარ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარებიან.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები