კომპანია "რუსთავის წყლის" სპეციალური განცხადება.
დღეს, 14 ნოემბერს ქ. რუსთავში მშვიდობის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.
კომპანია “რუსთავის წყლის” ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები დილის 08:00 საათიდან ინტენსიურ, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დაზიანების სირთულიდან გამომდინარე სამუშოები გახანგრძლივდა, რის გამოც წყალმომარაგების აღდგენის დრომ 15 ნოემბრის ღამის 03:00 საათამდე გადაიწია.
აღნიშნულთან დაკავშირებით 15 ნოემბრის ღამის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ქალაქ რუსთავის: მე-11, მე-12, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 მიკრორაიონებს, ასლანიკაშვილის და ბათუმის ქუჩების ნაწილს, კონსტიტუციის, ბარათაშვილის, 9 მაისის, გრძელიძის, მაიაკოვსკი, ქაშაკაშვილის, ოსტროვსკის, სარაჯიშვილის, რუსთაველის, დავით გარეჯის, ბალანჩივაძის, არაყიშვილის, ქუჩიშვილის, ტურგენევის, ტაბიძის, პუშკინის, წულუკიძის, არაგვისპირელის, ლესელიძის, ჭონქაძის, ორბელიანის, ერისთავის, სანაპიროს, ალუბლების, ღლონტის ქუჩებს და ჭყონდიდელის დასახლებას.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.