რუსთავში ფილმის გადაღება მიმდინარეობს

2023-11-13 18:42:17

რუსთავში, სააკაძის ქუჩაზე და მის მიმდებარედ ფილმს იღებენ.

ფილმი, რომლის გადაღებებიც ოქტომბერში დაიწყო, სოხუმის ბოლო სამი დღის შესახებ იქნება.

ფილმის პერსონაჟები იქნებიან, როგორც რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც სოხუმის დაცემის შემდეგ თავიანთი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწიათ, ასევე იმ დროს საქართველოში მთავარი პოლიტიკური ფიგურები: ზვიად გამსახურდია, ჟიული შარტავა, ედუარდ შევარდნაძე და სხვა.

გადაღებები რუსთავში 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.