ბორჯომში კუკუშკა გადატრიალდა (ფოტო)

2017-11-27 11:37:04

23 ნოემბრიდან ვფიქრობ შელძება თუ არა ამაზე ლაპარაკი, მით უფრო როცა გვთხოვეს ეს ამბავი არ გაგვეხმაურებინა, ასეც მოვექეცი რამდენიმე დღე, მაგრამ დღეს საღამოსლ, ჩემდა ჭირად ვუყურე ბათუმის ტრაგედიის ამსახველ კადრებს. შემეშინდა. შემიეშინდა იმის, რომ 23 ნოემბერს მე გამიმართა და სერიოზული დაზიანებების გარეშე გადმოვედი ამ ვაგონიდან. როგორც მერე გავიგე მსგავსი რამ წესლ უკვე მესამედ მოხდა. შემეშინდა გაჩუმების პასუხისმგებლობის. სხვას, ამ ტრანსპორტით მგზავრობისას ჩემზე ნაკლებად რომ გაუმართლოს, ამას ვაპატიებ საკუთარ თავს? ვაგონიდან როცა გადმოგვიყვანეს, 3 კმ ფეხით ვიარეთ ლიანდაგზე, სულ რაღაც15 მეტრში ხიდი იყო, ინერციით კიდევ რომ გაეგრძელებინა ფხოჭიალი და დროზე არ ამოვარდნილიყო (ამასაც იღბალი უნდა) რელსებიდან, კიდევ 12 დაღუპული შეემატებოდა ნოემრბის ამბებს" - მომხდარის შესახებ საკუთარი facebook გვერდზე ანი იმნაძე წერს. გვერდის მომხმარებველის თქმით მსგავსი შემთხვევა არაერთხელ მომხდარა. ანი იმნაძე ფაქტზე ყურადღების გამახვილებას და უსაფრთხოების წესების დაცვას ითხოვს. მისი ინფორმაციით, ვაგონში 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც მცირედი დაჟეჟილობები მიიღეს.

ანი იმნაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ მგზავრებს მომხდარის დამალვა სთხოვეს.