ერთჯერადი 1000 ლარიანი დახმარება რუსთავის მერიისგან

2023-11-09 13:38:23

ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირები რუსთავის მერიისგან ერთჯერად 1000 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი ფიზიკური პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) პირი რომელსაც მინიჭებული აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი (აქტიური) შესაბამისი ორგანოს/სამსახურის მიერ;

ბ) პირი რომელიც შესაბამისი ორგანოს/სამსახურის მიერ ცნობილი იქნა დაზარალებულად და ამასთანავე, ფლობს სასამართლო ორგანოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ჩადენილი დანაშაული;

გ) მსხვერპლი, რომელიც ფლობს თავშესაფარში ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტს (ხელშეკრულება და სხვა); დ) ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე პირი, რომელსაც განცხადებით მომართვისას, ასევე მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის ან/და ძალადობის ფაქტის დადგომის მომენტში უფიქსირდება აქტიური რეგისტრაცია.

გამონაკლისს წარმოადგენს: ა) მსხვერპლი, რომელმაც თავშესაფარი დატოვა განცხადებით მომართვამდე არაუგვიანეს 6 თვისა; ბ) პირი რომელსაც აქვს სასამართლოს ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება მსხვერპლის მიმართ ჩადენილი დანაშაული, მოძალადე ცნობილი იქნა დამნაშავედ და გადაწყვეტილების გამოტანიდან არ არის გასული 6 (ექვსი) თვე.

დაფინანსება გაიცემა ძალადობის მსხვერპლ პირზე ერთჯერადად, წელიწადში 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.