რუსთავში, სოციალურ კაფე-ბარ პროფესიოში ეკო რჩევების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება “მწვანე პოლუსისა” და მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” მიერ იყო ორგანიზებული.
წიგნის პირველი ნაწილი 2021 წელს გამოვიდა. ამჟამად 3 ნაწილია გამოცემული და სულ 6-ის გამოცემა იგეგმება.
უკანასკნელ, მესამე ნაწილზე „მწვანე პოლუსისა“ და „ტოიოტა საქართველოს“ თანამშრომლობა შედგა.
პროფესიოში გამართულ პრეზენტაციაზე რუსთავის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მათ შორის სახალისო შეჯიბრი გაიმართა. გამარჯვებულებს წიგნები და სერტიფიკატები გადაეცათ.