რუსთავში ცხოველთა ნაკბენის გამო 237 ადამიანი აცრეს

2023-11-06 19:57:56

სექტემბრის თვეში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 237 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა.

79 აცრილი 15 წლამდე პაციენტია.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის უმრავლესობა, 208 შემთხვევათა, პატრონიანი ცხოველების მხრიდან დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევაში კი ცხოველთა პატრონების მიკვლევა ვერ მოხდა.

ჯანგულაშვილის ცნობითვე, პატრონიანი ცხოველების დაკბენება-დადორბვლა-დაკაწვრის შემთხვევებიდან 148 ძაღლზე მოდის, 58 კატაზე, 1 კურდღელზე და 1 ზღვის გოჭზე.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, მსგავს სიტუაციაში აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.