ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და სექსუალურად იძალადეს.
ბავშვი 2011 წელსაა დაბადებული.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგო ბებიასთან იყო სტუმრად.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
22 წლის ბიჭი დაკავებულია.