რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტომობილის მართვისას კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა [video]

2023-11-05 23:41:42

რუსთავი-გარდაბნის საავტომობილო გზაზე ავტომობილის მართვის დროს კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა. [ვიდეო/video]

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა განუცხადა, "ჟიგულის" მარკის ავტომობილი მოულოდნელად გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ბორდიურზე ავარდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ავტომობილის მძღოლი, 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები