რუსთავის პარკში პოლიცია და სასწრაფო იყო მობილიზებული.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში 40 წლამდე ქალმა გაურკვეველი მედიკამენტები, სავარაუდოდ თვითდაზიანების მიზნით მიიღო.
პარკში მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრებმა ქალს პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც ის კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.