ქურდობის ფაქტი რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მე-7 მ/რ-ში, ერთერთ საცხოვრებელ ბინაში 40 წლამდე მამაკაცებმა უკანონოდ შეაღწიეს და ბინაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა მოიპარეს.
შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. პოლიციამ 1 პირი მალევე დააკავა, ხოლო მეორეს მიმართ ძებნის ღონისძიება მიმდინარეობს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.