კომპანია “რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების ფარგლებში, აფხაზეთის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.
აფხაზეთის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა 500 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა და საკვანძო ჭები მოეწყო. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 000 ლარია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას 3 ნოემბერს 14:00 საათიდან 4 ნოემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ქალაქ რუსთავის მე-7, მე-7ა, და მე-8 მიკრორაიონებს ხოლო 3 ნოემბერს 14:00 საათიდან 4 ნოემბრის ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ქალაქ რუსთავის მე-14, მე-15, მე-20 და 21-ე მიკრორაიონებს, შარტავას, ტაშკენტის, ლეონიძის ქუჩებს, მესხიშვილის ქუჩას და გასასვლელებს, თოდრიას ქუჩას და ჩიხებს, კლდიაშვილის ქუჩის ლუწ ნომრებს, ლესელიძის ქუჩა N28, 30, 32, ლესელიძის ჩიხს, მეგობრობის გამზირის N31, 33, 35, 37, 39, 41, 43, 45, 47-ს