კომპანია "რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავში, აფხაზეთის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით, 3 ნოემბერს 14:00 საათიდან 4 ნოემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
7, 7ა, 8, 14, 15, 20, 21-ე მიკრორაიონებს, ჟ. შარტავას გამზირს, ტაშკენტის , ლეონიძის, მესხიშვილის (გასასვლელებით), თოდრიის (ჩიხებით), კლდიაშვილის ლუწებს, ლესელიძის N 28, 30, 32, ლესელიძის ჩიხს და მეგობრობის გამზირის N 31, 33, 35, 37, 39, 41, 43, 45, 47.