რუსთავში კოსტიუმირებული ველომსვლელობა "კოსმოსური წვეულება" მოეწყო.
სხვადასხვა კოსტიუმებში გამოწყობილმა ველომოყვარულებმა მსვლელობა ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყეს და ცენტრალურ პარკში დაასრულეს, სადაც მერიის მიერ მათთვის გადაცემული სივრცეც გახსნეს.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი იყო აქტივობები, რომელში გამარჯვებულებსაც "შაურმაქომ", "მჯ ფიტნესმა", სილამაზის სალონმა "სილამაზის მუზეუმმა", "ველოკუთხემ" და "ბრავო არტაკადემიამ" სხვადასხვა საჩუქრები გადასცეს.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ველომოყვარულთა ჯგუფში განუცხადეს, პერიოდულად მათ სივრცეში შემეცნებითი შეხვედრები გაიმართება, სადაც მოიწვევენ ისეთ სტუმრებს, რომელთა რჩევებიც ველომოყვარულებისთვის გამოსადეგი იქნება.