რუსთავში არასრულწლოვანს ავტომობილი შეეჯახა

2023-11-01 23:32:26

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 14 წლის მოზარდს ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებული არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ჯერ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა, შემდეგ კი ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში.

როგორც კლინიკაში განგვიცხადეს, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები