როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-10-31 14:04:04

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის რჩეულიშვილის ქუჩაზე  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 31 ოქტომბერს 13:30 საათიდან 19:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ჭყონდიდელის დასახლების: რჩეულიშვილის, გრანელის, გიორგაძის, კამოს, ჩაპაევის, ჩეხოვის, ბარნოვის და სამგორის ქუჩებს.            

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.