დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში უბედურ შემთხვევას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ტრაქტორით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მართვა დაკარგა და გადატრიალდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ბიჭი გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაზუსტებთ.