რუსთაველმა მოჭიდავეებმა 7 მედალი მოიგეს

2023-10-30 18:11:18

რუსთაველმა მოჭიდაავეებმა აჩიკო ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირზე 7 საპრიზო ადგილი დაიკავეს.

მწვრთნელების მახო გოგოლაძის, ვანო წოწოლაშვილისა და ჯემალი იესეშვილის გაწვრთნილმა  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედალი - დავით გაბედავა  55 კგ.

ოქროს მედალი - ნიკოლოზ ქიტიაშვილი 48კგ.

ვერცხლის მედალი - ნიკოლოზ ბელქანია 38 კგ.

ვერცხლის მედალი - ლუკა კვარაცხელია 57 კგ.

ბრინჯაოს მედალი - რამაზ ბასილია 48 კგ.

ბრინჯაოს მედალი - მათე ლურსმანაშვილი 26 კგ.

ბრინჯაოს მედალი - საბა კოკოლიშვილი 51 კგ.

ტურნირი ოზურგეთში გაიმართა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.