ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარია. ადგილზე სახანძრო-სამაშველოს რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. შენობაში ძლიერი დაკვამლიანებაა. უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა სასტუმროში, ამ მომენტისთვის მეხანძრეები თანამშრომლების ევაკუაციას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სასტუმროს მერვე, მეცხრე და მეათე სართულებს უკიდია. ამ სართულებზე კაზინო და რესტორანია განთავსებული.
სასტუმროში იმყოფებიან "მის საქართველო 2017"-ს მონაწილე კონკურსანტები. მათ შორის არის 2 რუსთაველი 20 წლის ანა კობაძე და 21 წლის გვანცა ვახტანგიშვილი. ჩვენი ინფორმაციით ხანძრის შედეგად კონკურსანტები არ დაშავებულან. არსებული ინფორმაციით სასტუმროში ვერ პოულობენ 3 ადამიანს, ისინი ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოსულან.