რუსთავის მერიამ ახალი წლისთვის მზადება დაიწყო

2023-10-29 13:33:52

რუსთავის მერიამ ახალი წლისთვის მზადება დაიწყო.

ნათურების, გირლიანდების და საშობაო დეკორაციის შესასყიდად ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრმა" ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, ცენტრი 3500 გირლიანდის ნათურას, 500 გირლიანდის სტრობ ნათურას, 1000 გირლიანდის კაბელს (ნათურების გარეშე), 100 ლოლო ფეიერვერკს (Meteor Firewark), 40 ხელოვნური მუქ მწვანე წიწვს, 30 დეკორატიული ხალიჩას, 15 სტრინგს ბურთებითა და სხვა საჭირო ინვენტარს შეიძენს.

ბიუჯეტიდან ამ ყველაფრისთვის 118 000 ლარია გამოყოფილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები