ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია

2023-10-29 12:24:11

ხელვაჩაურში, მახოს ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.

დაშავდა კიდევ 6 მგზავრი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით მეტ დეტალს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები